დამოუკიდებელი საქართველოს ისტროიაში პირველი ერთპარტიული პარლამენტის სხდომა დაიწყო. მეათე მოწვევის პარლამენტს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გახსნის. ის ამ წუთებში მიწვეულ სტუმრებს ესალმება.
"მივესალმები საზოგადოებას, რომელიც ახლა გვიყურებს და ის გვეუბნება, დავიღალეთ. ამ საზოგადოებას უნდა ამოვუსმინოთ ამ დარბაზში და არა მხოლოდ ამ დარბაზში, ამ დარბაზის გარეთ. დავიღალეთო ერთ წრეზე ბრუნვით, ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დილაოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
გარეთ, პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს მართავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.