საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მეათე მოწვევის პარლამენტს ამ წუთებში სიტყვით მიმართავს. ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება გვეუბნება, რომ დაიღალა ერთ წრეზე ბრუნვით და პოლიტიკოსებმა მას უნდა მოუსმინონ.
"მივესალმები საზოგადოებას, რომელიც ახლა გვიყურებს და ის გვეუბნება, დავიღალეთ. ამ საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და არა მხოლოდ ამ დარბაზში, ამ დარბაზის გარეთ. დავიღალეთო ერთ წრეზე ბრუნვით, ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით. 30 წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა, ყველანი, მათ შორის მეც, ვიდეგით პარლაენტის კიბეებზე დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ხალხი დაიღალა მუდმივად ორ პოლუს შორის ბრძოლით სხვადასხვა პოლიტიკოსების მომხრეებს შორის, ქვეყანას კი დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება.