
"ქართულმა ოცნებამ" ერთპარტიულ პარლამენტში ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადო. ფიცის სიტყვა პარლანეტის ტრიბუნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ წაიკითხა.

სხდომას უხუცესი წევრი, ლადო კახაძე უძღვება.
ფიცის დადების შემდეგ პარლამენტმა "ქართული ოცნების" დეპუტატების უფლებამოსილება სცნო, რადგან ოპოზიცია პარლამენტში არ შედის.
ფიცის დადების შემდეგ ფრაქციების, უმრავლესობის წვერთა სიისა და ოპოზიციის წევრთა სიის რეგისტრაცია დაიწყება.