იმედი მაქვს, მსოფლიო სახეს შეიცვლის და საქართველო შეიქმნება პრობლემა რუსეთსა და დასავლეთს შორის - გია ბუღაძე

გამოქვეყნდა:


მხატვარი გია ბუღაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ერთპარტიულ პარლამენტსა და ოპოზიციის ერთიანობას ეხმაურება და ამბობს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მსხვერპლი გაიღო, რასაც პროფესიონალიზმი სჭირდება.

ბუღაძე ამბობს, რომ რეალურად პოზიციაშია ის ძალა, რომელიც საქართველოს საკითხს დააბრუნებს როგორც პრობლემას დასავლეთსა და რუსეთს შორი:

იმედი მაქვს, რომ მსოფლიო სახეს შეიცვლის და ასეთი სტაგნაციის პერიოდი, რაც დასაველეთში და ევროპაშია არ იქნება, რომ ასეთი მიგდებულები და მიტოვებულები აღარ ვიქნებით, რომ საქართველო მართლა შეიქმნება პრობლემა რუსეთსა და დასავლეთს შორის , აუცილებლად უნდა შეიქმნას და ამის ძალას და ენერგიას ვხედავ ოპოზიციაში და არა ამ კოლაბორაციონისტ, გაურკვეველ ხელისუფლებაში...მსხვერპლის გაღებას სჭირდება პროფესიონალიზმი. დღეს რაც გააკეთა გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ეს არის ძალიან შეგნებული, სწორად გათვლილი მსხვერპლი...ნუ გაართულებს რესპუბლიკური პარტია ფილოსოფიური ხლარეთებით" ამბობს გია ბუღაძე "დღის სტუმრის" ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი