"ქართულმა ოცნებამ" ერთპარტიულ პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს კენჭი მხოლოდ საკუთარმა გუნდელებმა უყარეს. პარლამენტის თავმჯდომარედ კი ისევ არჩილ თალაკვაძე დაინიშნა.
თანამდებობები ასე განაწილდა:
- იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი,
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე,
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია,
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი,
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი
- საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე,
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი,
- აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიბნო წილოსანი,
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე,
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე,
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი,
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია,
- ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე,
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი,
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი.
"ამოწურულია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დღევანდელი სხდომის დღისწესრიგიც, მინდა გაცნობოთ დამატებით, რომ კონსტიტუციის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გიორგი გახარიამ მოგვმართა იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის წინაშე, როგორც ეს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ამით დასრულდა.