
როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს - ექსპერტი ნოდრ ხარშილაძე ამბობს, რომ რევოლუციური სცენარი გამორიცხულია, რადგან ბიძინა ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი და ის, რაც საქართველოში 2003 წელს მოხდა, ოლიგარქი ამას არ დაუშვებს:
2003 წელს რაც მოხდა საქართველოში, ეს არ იყო კლასიკური გაგებით რევოლუცია. ეს იყო სახალხო ნების დაფიქსირება, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ გააკეთა, რაც სწორად გაიგო და სწორად მიიღო მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც ყველა თანამდებობა გამოვლილი ჰქონდა, უკვე დაღლილი იყი, მოხუცი იყო და არანაირი სურვილი არ ჰქონდა სისხლის დაღვრის...ბიძინა ივანიშვილი არ არის ეგრე, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი - ამბობს ხარშილაძე "დღის სტუმარში" საუბბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიციამ გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა შექმნას, უნდა გააგრძელოს პროტესტის ის ფორმა და გზა, რომელიც ახლა აქვს არჩეული, ხარშილაძის თქმით ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი თუმცა საერთაშორისო საზოგადოება ამ პროტესტს დაინახავს:
ყველას უნდა დავანახოთ რომ საქართველო აღარ არის სახელმწიფო და არის სპექტაკლი, ტრაგიკომედია, უფრო ტრაგიკისკენ ვიხრებით და ამაში ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს თავის აქტივი. არ უნდა მივცეთ კომფორტულად ქვეყნის დანგრევის შესაძლებლობა" ამბობს ხარშილაძე.
მისივე თქმით, პროტესტმა, რომელიც იანვარ-მარტში ქვეყანაში იყო, საუბარია პარლამენტის პიკეტირებებსა და დაბოქლომებეზე, თავის შედეგი გამოიღო.