სავარაუდო უკანონო მიყურადება - "ოცნება" ISFED-ისგან პარალელური დათვლის შედეგებს ითხოვს

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდი გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლით ცდილობს. "ქართული ოცნების" ლიდერები ორგანიზაციას, რომელიც 31 ოქტომბერს ხმებს პარალელურ რეჟიმში ითვლიდა, შედეგების გადაცემას სთხოვს. 

"სამართლიან არჩევნებში" ადასტურებენ, რომ მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, თუმცა ინფორმაციის გაცემას არ აპირებენ.  

"ქართული ოცნების" ლიდერები ფაქტს არ უარყოფენ.  უფრო მეტიც, მათი განცხადებებიდან ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრის მიზანი სწორედ ის იყო, რომ სამართლიანმა არჩევნებმა საკუთარი მონაცემები მმართველ გუნდს გადასცეს და თან თამარ ჟვანიას დათვლილ შედეგებს დაამთხვიოს.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, სამართლიანი არჩვენების კვლევაში, რომელიც ჯერ გამოქვეყნებული არ არის ცესკო 2.4%-იან ცდომილებაში მოდის.

საიდან იცის ქართულმა ოცნებამ რა შედეგები აქვს სამართლიან არჩევნებს ან რომელ უბნებზე ჩატარდა პარალელური დათვლა, ამაზე მმართველ გუნდში არ საუბრობენ.  

ორგანიზაცია ხმებს  კომპიუტერული ალგორითმით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ითვლის. ფაქტია, რომ მმართველ გუნდში კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა აღმოაჩნდა, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სავარაუდოდ, უკანონო მიყურადება მიმდინარეობდა ან კომპიუტერულ ქსელში უკანონო შეღწევა.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პარალელურად, ფასილიტატორებთან შეხვედრისას  სამართლიანი არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ და მათ გადათვალზე საუბარი გაააქტიურა, რასაც ოპოზიცია მმართველი გუნდის მორიგ ხაფანგად თვლის. 

ოპოზიცია რომ უნდა დათანხმდეს ხმების გადათვლას და ეს პარლამენტში შესასვლელად საკმარისი უნდა იყოს, ამტკიცებდა ალეკო ელისაშვილი ნიკა გვარამიას გადაცემა მთავარ აქცენტებში. 

ISFED-ის მიერ ჩატარებულ ხმის პარალელური დათვლის შედეგებზე ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს  ბრიფინგზე ისაუბრა.

ქართული ოცნების ლიდერი ამტკიცებდა, რომ "რადიკალურმა ოპოზიციამ" პარალელური დათვლის შედეგების “უხეში მანიპულაცია“ მოახდინა და ამას რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად მოიაზრებენ.  

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები ერთადერთი იყო, ვინც პარალელურად დაითვალა არჩევნების შედეგები. მათი განცხადებით, საბოლოო ციფრები სულ რამდენიმე დღეში უდნა გახდეს ცნობილი. ქართული ოცნება სწორედ ამიტომ ჩქარობს, დაასწროს ზეწოლა და შედეგების გამოქვეყნებამდე ყველა ხერხით ჩაასწორებინოს საბოლოო მონაცემები, რითაც კიდევ ერთხელ, იმედი აქვს, რომ დააკანონებს გაყალბებულ არჩევნებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი