ერთმანეთს ირჩევდნენ, ტაშს უკრავდნენ და ზეიმობდნენ - ერთპარტიული პარლამენტი და მთავრობა

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილს ერთპარტიული პარლამენტი დღეს თამარ ჟვანიამ ოფიციალურად გაუფორმა. 

დეპუტატისთვის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ქართული ოცნების 90 წევრმა საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება დაიწყო. თვითონვე ირჩევდნენ, ერთმანეთს ტაშს უკრავდნენ და ზეიმობდნენ. 

პირველად პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე დაამტკიცეს. ვისი დამსახურებაა, იყოს მეათე მოწვევის პარლამენტის სპიკერი, ეს არჩილ თალაკვაძის მიმართვაში კარგად ჩანდა.  

მდუმარე იყო სხდომათა დარბაზის შიგნით და გარეთაც, ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი და ახლა პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია.

სხდომის ბოლოს გაირკვა რომ გიორგი გახარიამ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების მოხსნის განაცხადით მიმართა. საკანონმდებლო ორგანო ისე დატოვა რომ მედიის კითხვებს არ უპასუხა. ოცნების მთავრობის მინისტრები კი ერთპარტიულ პარლამენტს ოპოზიციას აბრალებდნენ. 

გიორგი გახარია ახლა პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ოცნების ერთპარტიული პარლამენტისგან ელოდება. ოცნების დეპუტატებს ოფიციალურად ის მთავრობის მეთაურის პოსტზე სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარუდგინოს, რომელიც დღეს ერთპარტიულმა პარლამენტის გაფორმების ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, არცერთი სიტყვა გაყალებებულ არჩევნებზე არ უთქვამს და მხოლოდ იმაზე წუწუნებდა რომ ძალიან დაიღალა. 

რატომ დაიღალა პრეზიდენტი იმ პირობებში როდესაც თვითონვე აცხადებს რომ მის კომპეტენციაში და უფლებამოსილებაში თითქმის არცერთი საკითხი არ შედის. სალომე ზურაბიშვილის განცხადების ახსნას ოცნების დეპუტატები ცდილობდნენ, ორიგინალურობით ტრადიციულად ლადო კახაძე გამოირჩეოდა. 

ოცნებას დღეს რამდენიმე წუთი დასჭირდა ერთმანეთის მიყოლებით კომიტეტის თავმჯდომარეები დაემტკიცებინა. მათ შორის განათლებისა და კულტურის კომიტეტი, იუსტიციის უცვლელი მინისტრის სტატუსის მქონე თეა წულუკიანს ჩააბარეს. წულუკიანი დღეს პარლამენტში დაცვით გადააგილდებოდა და მედიასთან კონტაქტს თავს არიდებდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი