
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, Twitter-ზე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას ეხმაურება აღნიშნავს, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქვეყანაში საარჩევნო რეფორმას.
"მოხარული ვარ, რომ დღეს დავესწარი პარლამენტის გახსნას. საჭიროა ყველა მხარემ ერთად იმუშაოს, რადგან ძლიერი პარლამენტი მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. დიდი ბრიტანეთი მზადაა მხარი დაუჭიროს საარჩევნო რეფორმას", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციის წევრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები უცვლელია: ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.