დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 3 780 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 780 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 154 241  გახდა.

აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევა დადასტურდა; 50 ადამიანი გარდაიცვალა. 

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 187 006 
  • გამოჯანმრთელებულია - 154 241  
  • გარდაცვლილია - 1 744 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 012
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3227
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 817

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 71 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 49 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი