ერთფრაქციული პარლამენტი 90 დეპუტატით - ქვეყანაში კომუნიზმი დაიწყო

გამოქვეყნდა:

გუშინ, რაც გარეთ ხდებოდა იმით არ შეწუხებულან პარლამენტის სხდომათა დარბაზში, "ოცნების" ახალწვეულებს არც საბჭოთა ჰიმნის ფონზე დაწყებულმა სხდომამ შეუქმნა დისკომფორტი და არც იმან, რომ საბჭოთა ეპოქის მსგავსად დარბაზში მხოლოდ ერთი პარტიის წევრები ისხდნენ.

კომუნიზმი დასრულდაო - თქვა პრეზიდენტმა 21 საუკუნის კოუნიზმის საწყისებთან და ერთპარტიული, უფრო მეტიც, 90 კაციანი ერთ ფრაქციული პარლამენტის წინაშე და სხდომის გახსნით, ქვეყანა საბჭოთა რელსებზე შეაყენა. უპარტიო პრეზიდენტს მისი მთავარი ფუნქიაც არ დავიწყებია და გამოსვლის ნაწილი იმ ადამიანების კრიტიკას დაუთმო, რომელთა ცარიელი ადგილების დანახვაც, სავარუაოდ, უფრო გაუხარდა, ვიდრე მათი პარლამენტში დანხვა გაუხარდებოდა. ასევე არ დავიწყებია მთავარი გზავნილის გახმაურება, რუსეთთან დიალოგზე. შემდეგ 4-ჯერ გვითრა, რომ დაიღალა.

პრეზიდენტის შემდეგ პარიზული გაკვეთილების ჩატარება არ დავიწყებია ელისო ბოლქვაძეს. პარლამენტის ახალმა წევრმა, რომელმაც ჩვენი სოციალური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს და თავდაუზოგავად იშრომოს, ჯერ ის ვერ გაურჩევია, რას ნიშნავს სოციოლოგია და სოციალური მდგომაროება.

პირველი პოლიტიკური ლელო საკუთარ მოედანზე ყოფილმა სპორტსმენა და დიდი პოლიტიკით დაინტერესბულმა დავით კაჭარავმ უკვე დადო. და გაახმოვანა ის, რის თქმასაც მეათე მოწვევის პარლამენტში ყველას უკრძალავენ და რაც "ოცნების" საერთო მესიჯბოქსთან აცდენილია. თუმცა ავტოგოლების ავტორებს "ქართულ ოცნებაში" უკვე დიდი ხანია მიეჩივნენ. 

ახალწვეული კაჭარავასგან გასნხვავებით საერთო მესიჯბოქსს კარგად გაეცნო და დაიმახსოვრა თამარ ტალიაშვილმა, რომელსაც თავი აქტიური მოღვაწეობით, არც საკრებულოში გამოუჩენია და ალბათ, არც საპარლამენტო მომავალში გამოიჩენს.  

ნივთმტკიცებულებები სავარაუდოდ არც იარსებებს, მაგრამ არსებობს არაერთი მტკიცებულება და ფაქტი, რომლითაც დასტუდება, როგორ მიიტაცა ხელისუფელბა ბიძინა ივანიშვილმა და რომ მეათე მოწვევის პარლამენტს ერთპარტიული მომავალი აქვს. "ოცნება"  რეალობას ჯიუტად არ ეგუება და არც აღიარებს.

ბევრიც გველაპარკა და ბევრიც იხუმრა, 90 კაციანი ფრაქციის თავმჯომარემ და ბოლო გვითხრა ის,, რაც საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად არ უნდოდა და რის გამო მრავალპარტიულ პარლამენტს ვითხოვდით.

ავტორი: შოთა კიკნაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი