მოზარდმაყურებელთა თეატრის რეჟისორს ახლა საჭმლის ფულიც აღარ აქვს. COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულმა საერთო კრიზისმა ისიც, როგორც მისი კოლეგები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დააყენა. დახმარება, რაც სახელმწიფომ სამსახურდაკარგულებს დაურიგა, მსახიობების დიდ ნაწილს არ შეხვდა. მიიღეს მხოლდო მათ, ვინც შტატში იყო.
თეატრის კიდევ ერთი რეჟისორი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა, რომ გარდა სახელმწიფო სუბსიდირებაზე მყოფი კულტურული სივრცეებისა, ასევე არსებობს დამოუკიდებელი (კერძო) სექტორიც, რომლისთვისაც თითოეული ღონისძიება წარმოადგენს არა მხოლოდ შემოქმედები პროცესს, არამედ სარჩოსა და შემოსავლის წყაროს. დღეს ამ შემოქმედებითი ჯგუფებისთვის თავისუფალი არტისტები მთავრობამ შიმშილისთვის გაწირა.
დაჩაგრულები არიან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც. დღეს ისინი მთავრობისგან ითხოვენ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სახელოვნებო სივრცეების ტექნიკური გადაიარაღებისა და „გაციფრულების“ მხარდასაჭერად და გაითვალისწინონ საერთაშორისო მაგალითები.
მიუხედავად არაერთი მიმართვისა, შემოქმედებითი სფერო ხელისუფლებას მაინც არ გახსენებია. არავის მოუსმენია მათი პრობლემები, სრულიად უგულებელყოფილია სფეროში დასაქმებულთა მოსაზრებები, არ დაწყებულა მსჯელობა და სამზადისი პოსტ პანდემიური მომავლისთვის.
ხელისუფლებამ გადაწყვიტა უბრალოდ აეკრძალა შრომა ხელოვანი ადამიანებისთვის, თუმცა არ უსწავლებია მათთვის, როგორ გაეგრძელებინათ არსებობა შემოსავლის გარეშე.
პანდემიის დასაწყისში, ხელოვანები - მსახიობები, მხატვრები, მომღერლები, მუსიკოსები გაგებით მოეკიდნენ აკრძალვებს. მაქსიმალურად აცადეს, ითმინეს და ელოდნენ სამინისტროსგან გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ მათი ბედით უკვე 10 თვეა არავინ დაინტერესებულა.