საქართველოში COVID-19-ით 1 222-ით მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 942 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 158 183 გახდა.

აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 222-ით აღემატება დაინფიცირებულებისას. 

შეგახსენებთ, რომ დღე-ღამის განმავლობაში 46 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 189 726 
  • გამოჯანმრთელებულია - 158 183  
  • გარდაცვლილია - 1 790 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 010
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3 077
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 869

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 72 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 50 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი