ყოფილმა პოლიციელმა მოქმედს 6 ტყვია ესროლა - სასტიკი დაპირისპირების დეტალები

გამოქვეყნდა:

ყოფილმა პოლიცილმა მოქმედ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია ესროლა. ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების მიზეზი, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები კუკიის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაჭრილი, მოქმედი პოლიციელი ალადაშვილის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას. 

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ საქმე 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება შსს-მ გუშინ, 12 დეკემბერსაც გაავრცელა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი