ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, ისე ვიყავით გადაგვარებულები - მეუფე იაკობი კორონავირუსზე

გამოქვეყნდა:

“განსაკუთრებით მინდა ჩვენს ექიმებს მადლობა გადავუხადო. ვიცი, რა რთულია თქვენთვის ეს მსახურება. ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს” - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა, ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგებისას ისაუბრა. 

მეუფე იაკობმა თქვა, რომ ვირუსთან ბრძოლის დროს ექიმების ღვაწლი და დამსახურება დიდია. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ გადაგვარებული სამყაროსთვის ვირუსი ალბათ აუცილებელი იყო. 

“თქვენს წინაშე ქედს ვიხრით ჩვენო ექიმებო... თქვენ ის გზა დაისახეთ, რომ ადამიანს ბოლომდე უნდა მიხედოთ და ქრისტიანებმა არ დავივიწყოთ ეს. ჩვენ უნდა მივხედოთ ადამიანებს და ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს... ვერაგია ეს ვირუსი და ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები. ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არ გამოხატავენ. ზოგი პირველი და მეორე ხარისხის ქვეყნებია, მაგრამ ადამიანები ხარისხებად არ იყოფიან და არც ქვეყნები არ იყოფიან. ალბათ ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა გვაძლევს და საერთოდ მეცნიერება გვაძლევს. მთავარია არ დავეცეთ - ბევრი ტკივილი გვექნება, სამწუხაროდ. ასე ცუდად თუ მოვიქეცით, სიკვდილიანობაც გვენება. მაგრამ თუ დროზე დავწყნარდით, როგორც თავიდან გვიფარავდა ღმერთი, ისევე დაგვიფარავს", - თქვა მეუფე იაკობმა.

აქვე შეგახენებთ ბოლო კოვიდსტატისტიკასაც:

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი