თემურ ქევხიშვილი - სიმღერისთვის ნაცხოვრები 80 წელი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ულამაზესი ხმების ფონდიდან ერთი უთუოდ თემურ ქევხიშვილს ეკუთვნოდა. ქართლ-კახური სიმღერის უბადლო ოსტატმა ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა გასულ კვირას თავის ქვეყანას გადააბარა.

ის კახეთში დაიბადა, მელიზმების მხარეში. თბილისის კულტურულ საგანმანათლებლო-სასწავლებელში რამინ მიქაბერიძეც მასთან ერთად სწავლობდა. თვალის ჩინი კი დაკარგა, მაგრამ სულ ზეპირად ახსოვს მარჯვნიდან მერამდენე დგას ფოტოებში თემური და რაც მთავარია, ხმას, მის ხმას რა დაავიწყებს...

თემურ ქევხიშვილი საკუთარი, ყველასგან განსხვავებული საშემსრულებლო მანერის გამო ქართველი კომპოზიტორებისთვისაც გამორჩეული არტისტი იყო. თანამედროვე ავტორები სიმღერებს სპეციალურად მისთვისაც წერდნენ...

ფოლკლორში თუ საავტორო მუსიკაში, როგორც მომღერალი თუ როგორც ლოტბარი შემსრულებელს ერთადერთს ვერ პატიობდა- მიბაძვას.

ჯარისკაცის მამა თემურ ქევხიშვილისთვის კინონათლობა იყო.

​სულხან ცინცაძე იმ დროს კონსერვატორიის რექტორი იყო, თემურ ქევხიშვილი - საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი და კონსერვატორიის გუნდის სოლისტი. რეზო ჩხეიძე კახური ურმულის შემსრულებელს ეძებდა, ბევრი მოსინჯა...

დეკანოზი საბა ჭიკაიძის გადაწვეტილებაში, ცხოვრება ღვთის სამსახურში გაეტარებინა არცთუ უკანასკნელი როლი ითამაშა უღმერთო დროში მიღებულმა სულიერების გაკვეთილებმა.

თემურ ქევხიშვილი სიმღერის ტელეგაკვეთილებს 9 წელი უძღვებოდა. იმ დროისთვის, როცა  უკვე ცნობილ ლოტბარს ტელეეთერის გაძღოლა სთხოვეს, ხალხური სიმღერა ახალგაზრდა თაობაში პოპულარული არ იყო.

თემურ ქევხიშვილი პატარა ბიჭების მოძღვრად იქცა - ქართული ხალხურ სიმღერას კი მრევლი მთელ ქვეყანაში გაუჩნდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველი ქართული პასპორტი გაიცა, თემურ ქევხიშვილმა არაერთხელ იხუმრა, რომ საიდენტიფკაციო დოკუმენტში მითითებულიყო - სახელი, გვარი და ხმა - პირველი ხმა, მეორე ხმა, ბანი...

თავის გამორჩეულ  ლირიკული ტენორს, მეორე ხმას, ან როგორც ერთხელ უკვე ითქვა, საუკუნის ხმას 80 წლის ასაკში გამოემშვიდობა მისი ქვეყანა. ის მახათას პანთეონში გომარ სიხარულიძის გვერდით დაიკრძალა, იმ სცენაზეც ერთად...

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი