აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში ამხილა - ჯორჯ კენტის დაკითხვა სენატში

გამოქვეყნდა:

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა სენატში დაკითხვის დროს, საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში ამხილა და პრაქტიკულად თქვა, რომ პროკურატურას საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების დევნისთვის იყენებს.

კენტის დაკითხვის სტენოგრამა კონგრესის საიტზე გამოაქვეყნდა:

"საქართველოს და უკრაინას, ორივეს ნატოში გაწევრიანება სურთ. ორივე მათგანი ღებულობს მილიარდობით დოლარს კონგრესიდან დახმარების სახით. მაგრამ  არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, ამ ქვეყნების სათავეში მყოფი ხალხი პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას ოპონენტების დევნისათვის იყენებს." ნათქვამია დოკუმენტში

ამერიკელი დიპლომატის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ეს არის მძიმე და მკაცრი ვერდიქტი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის. 

"ის ვინც საქართველოზე ფიქრობს, ვინც საქართველოზე წერს, ვისაც საქართველოს თემასთან შეხება აქვს, სრული თანხმობაა იმაში, რომ 2020 უნდა იყოს ივანიშვილის დაისი. ამას მიუთითებენ ის კვლევები, რომელიც ტარდება, ის განწყობები საზოგადოების, რომელიც იგრძნობა და ჩვენი პარტნიორები ამას გრძნობენ. იმიტომ რომ დემოკრატია ეფუძნება ხალხის განწყობას და ხალხის განწყობა არის ასეთი და თუ ხალხის განწყობის საპირისპირო შედეგი მივიღეთ, ე.ი ივანიშვილი ძალადობას და ამ ძალადობაში მას აღარავინ გაყვება" აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა.

"პარალელებს, მათ შორის დახურულ კარს მიღმა საუბარში, ამერიკელი დიპლომატები  ძალიან ხშირად ავლებენ უკრაინასა და საქართველოს შორის. მაგალითად, დახურულ კარს უკან ამბობენ იმას, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს პოროშენკოს გამოცდილება, როდესაც მან არ მოუსმინა ბევრ მეგობრულ გაფრთხილებას კორუფციის თაობაზე ქვეყანაში" განაცხადა "ენმ"-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა საერთაშორისო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებისთვის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნაზე სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები:

"ამ მძიმე შეფასებამდე ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ. მთავარი ხაზი, რომლითაც შეიძლება ეს პროცესი დავახასიათოთ სახელმწიფო მიტაცების, არის ის, რომ ივანიშვილი და ქართული ოცნება ბოროტად სარგებლობდნენ იმ დიდხნიანი დაგროვილი სტრატეგიული ურთიერთობის კრედიტით ჩვენ და აშშ-ს შორის, იყენებდნენ ამას ბოროტად თავისი კონკრეტული ინტერესებისათვის. დღეს უკვე არც ვაშინგტონში  და არც საქართველოში ილუზია არავის არ აქვს, რომ ასეთი ტიპის არასწორი პოზიცირებით, ასევე მთავარი სტრატეგიული პარტნიორის როლის მინიმიზირებით საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ამერიკული სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ საქარველოში მოახდინოს ძალაუფლების თავის ხელში თავმოყრა და აქედან გამომდინარე ეს პირდაპირ ემსახურება რუსულ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში. მმართველობის ეს ფორმა ერთი ერთში გავს პუტინის სუვერენული დემოკრატიის მმართველობის ფორმას" განაცხადა ბათუ ქუთელიამ 

"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" კი აცხადებენ, რომ აშშ-ს მაღალჩინოსნის ეს განცხადება დამატებითი არგუმენტი იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან. ეკა გიგაური პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს:

"ჩვენ გვაქვს გამოძოება თი ბი სი ბანკთან მიმართებაში, სადაც ბევრი კითხვა არის და როგორც ჩანს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული , გვაქვს გამოძიებები მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ და მათ შორის, "მთავარის" აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ და ასევე ოჯახის წევრის წინააღმდეგ ტვ პირველისა, ასევე გვაქვს შერჩევითი გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს 20 ივნისის მონაწილეების წინააღმდეგ. დღეს ირაკლი ოქრუაშვილი რატომ არის ციხეში აბსოლუტურად გაუგებარია, შესაბამისად ეს ყველაფერი ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის" განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს მისამართით მკაცრი შეფასებები აშშ-ს სენატიდან უკვე მეორე კვირა ისმის. რამდენიმე დღის წინ ფიონა ჰილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი