პოზიტიური მოლოდინები ამ მოლაპარაკებებისგან არ გვაქვს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

სახელისუფლებო ტრიბუნიდან დაანონსებული რეპრესიებისა და მუქარის შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების თარიღი უცნობია. არ არის გამორიცხული, მეხუთე რაუნდი დღესვე გაიმართოს.  

ცნობილია, რომ მმართველი გუნდი უკან დახევას არ აპირებს. საკუთარ მოთხოვნებზე უარს არც ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ოლიგარქის გუნდს კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

"პოზიტიური მოლოდინები ამ მოლაპარაკებებისგან არ მაქვს მაშინ, როცა პარალელურ რეჟიმში ე.წ. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, კობახიძე ღიად ემუქრება ოპოზიციურ სპექტრს და "ნაციონალურ მოძრაობას" რეგისტრაციის ჩახსნით. ასევე, სხვა პარტიებს ეუბნება, თუ შემოხვალთ, დაფინანსებას მიიღებთ და თუ არ შემოხვალთ, არ მიიღებთ", - ამბობს "ენმ"-ის ერთერთი წევრი, ხატია დეკანოიძე.

ერთადერთი, ვისაც ბარიერგადალახული ოპოზიციიდან ეიმედება, რომ მმართველი გუნდი, შესაძლოა, დათმობაზე წამოვიდეს, ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებია".

"აუცილებლად წავალ ამ რაუნდზე. ღიად გვაქვს ნათქვამი და სწორედ ამის გამო ვართ შეტევის ობიექტები, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარია შეთანხმება. არა უსასრულოდ და გეგმის გარეშე ქუჩაში დგომა, არამედ, შეთანხმება იმიტომ, რომ ჩვენ რასაც ვითხოვთ, ის გვაქვს მიტანილი და თითქმის ყველა საკითხში უკან იხევს "ქართული ოცნება". ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება შედგეს და ჩვენ მხოლოდ შეთანხმების შემდეგ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას", - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიაში ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს ჩატარდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი