ევროკავშირმა პანდემიის პირობებში საქართველოს 60 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა საქართველოს 60 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესების დასახმარებლად.

ღნიშნული სახსრები განკუთვნილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად.

"ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში. აღნიშნული 240 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი არის იმ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის  დახმარების ნაწილი, რომლის მობილიზება ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოახდინა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას პანდემიასთან ბრძოლაში, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას იმ მწვავე გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა“, - ამბობს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

აღნიშნულ ტრანშს წინ უსწრებდა მაკროფინანსური დახმარებისთვის 100 მილიონი ევროს (დაახლოებით 400 მილიონი ლარის) ოდენობის სესხის გამოყოფა, რომელიც მიმდინარე წლის 25 ნოემბერს განხორციელდა. ორივე ტრანში არის 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის მთლიანი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე ითვალისწინებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, სოციალური სფეროსა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი