დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, თქვა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სტაბილიზაციის ნიშნები აღინიშნება.
"დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა - ბოლო პერიოდთან შედარებით - უჩვეულოდ დაბალი იყო. იყო 1 337 შემთხვევა. გარკვეულწილად ეს უკავშირდება შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას. თუმცა, დადებითობის მაჩვენელი მაინც სტაბილური რჩება და მიუთითებს იმას, რომ გარკვეული ნიშნები სიტუაციის სტაბილიზაციის აღინიშნება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სტაბილიზაციის სურათი აჭარის რეგიონისთვის. აჭარის რეგიონში ეპიდემიის მატება დაიწყო ადრე და ახლა კი შემთხვევების გარკვეული კლებაც აღინიშნება", - ამბობს გაბუნია.
შეგასენებთ ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკას: