დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ბრიფინგზე ამბობს, რომ ბოლო 7 დღის მონაცემებით პიკი თითქოს გადავიარეთ.
"7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით (ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე) უკვე გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს ჩვენ გადავიარეთ; ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ვამბობთ, რომ პიკში ვართ, ახალი შემთხვევების რიცხვი მრუდზე უკვე იკლებს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და არავითარი საბაბი თვითდამშვიდების", - ამბობს გამყრელიძე.
ამის პარალელურად ამირან გამყრელიძემ დღესვე თქვა, რომ მომდევნო 2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდაა მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა სიტუაციის სტაბილიზაციაზე.