გორში სკოლების დირექტორების გათავისუფლებას ადგილობრივები "ხოჯევანიშვილების კლანს" უკავშირებენ

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებამ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორების ნაწილი არჩევნებისან 1 თვეში სამსახურიდან გაათავისუფლა.

ხიდისთავი, სკრა, ერგნეთი, ბოშური, ფხვენისის და კარალეთის სკოლის დირექტორები, ახსნა-განმარტებას ითხოვენ, რატომ გაუშვეს ისინი მაშინ, როდესაც უმრავლესობა სწორედ “ოცნების” სამსახურში იყო და არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პარტიის კოორდინატორობასაც ითავსებდა. 

"ყოველგვარი განმარტების და საფუძვლის გარეშე მოხდა ისე, რომ არ გადამიყვანეს მოვალეობის შემსრულებლად. ვსარგებლობ უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით თემში, სასკოლო საზოგადოებაში, მოსწავლეებში, პირველ რიგში. რატომ არ მოხდა მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანა - რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს და რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება?", - ამბობს ხიდისთავის სკოლის დირექტორი.

ოპოზიციის თქმით, გათავისუფლებული დირექტორების ნაწილი წლების განმავლობაში ხელისუფლების მორჩილებაში იყო და წინასაარჩევოდ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობდა, თუმცა, ახლა მუნიციპალიტეტში "ხოჯევანიძეების კლანი" ძლიერდება და, ოპოზიციის თქმით, დირექტორების თანამდებობაზე მალე ხოჯევანიშვილების ნათესავები იქნებიან.

"დაიწყო რეპრესიები არა მხოლოდ სკოლის დირექტორების, სხვა საჯარო მოხელეებსაც მიადგებიან. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სკოლის დირექტორების თანამდებობაზე შეიძლება ვიხილოთ ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლების დიპლომიც არ აქვთ. არ გაგვიჭირდება მოძებნა, რომ იქ აღმოვაჩინოთ გიორგი ხოჯევანიშვილის ახლო ნათესავები, მეგობრები, ყველაფრის მკადრებლები და ხელის მომწერები სკოლებში", - ამბობს ადგილობრივი.

ცნობისთვის, გიორგი ხოჯევანიშვილი გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულია.

 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი