არის ასეთი არაჯანსაღი ნაციონალური მოძრაობა, დანარჩენი ყველა ჯანსაღია - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები ნაციონალურმა მოძრაობამ ჩააგდო, თავის მხრივ “ქართული ოცნება” კი ღიაა მოლაპარაკებებისთვის. 

ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, არის არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები და არის რამდენიმე ჯანსაღი პოლიტიკური პარტია, რომელიც ასეთ მზაობას აფიქსირებდა და ალბათ მომავალშიც დააფიქსირებს.

მარტივად შეგვიძლია გავმიჯნოთ, არის ნაციონალების კლასტერი - ბუნებით არაჯანსაღი, მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები, პირველი სხდომის წინა დღეს, დანარჩენი ყველა ჯანსაღია - თქვა ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა

შეგახსენებთ, ბოლო მეოთხე რაუნდი მოლაპარაკებისა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ჩართულობით, შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი