შსს-მ 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. საქმე ეხება გუშინ ლომთათიძის 8 ნომერში დღის 2 საათისთვის მომხდარს, რა დროსაც სროლისას 1 პირი დაიჭრა.
"დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ნაცნობის - 1987 წელს დაბადებული დ.მ.-ის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ერთი ნასროლი ტყვია დ.მ.-ს მოხვდა და იგი დაიჭრა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ნ.დ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა"
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.