"ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გახარია წარუდგინა - შეფასებები

გამოქვეყნდა:

„ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა. მთავრობის ახალი შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია. 

ცნობილია, რომ ერთერთი ახალი სახე იუსტიციის მინისტრი იქნება, რადგან თეა წულუკიანმა პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაინაცვლა. ამ ეტაპზე, სავარაუდო კანდიდატად მისი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე სახელდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რო არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებიან ახალი მინისტრები, რადგან ისინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებენ.

"ვინ იქნება საქართველოში პრემიერმინისტრი, მინისტრი, ყველა იქნება ბიძინა ივანიშვილის პირადი მსახური. ამას ჰქვია ერთი რამ - მიტაცებული სახელმწიფო", - ამბობს "ენმ"-ის ერთერთი წევრი, ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციის წევრების აზრით, თანამდებობაზე მინისტრები ბიძინა ივანიშვილისადმი გამოჩენილი ერთგულების მიხედვით ინიშნებიან და მათ ცვლილებების რესურსი არ აქვთ.

"ქართულ ოცნებას რესურსი არ აქვს ძირფესვიანი ცვლილებების. პარლამენტშიც ის ახალი სახეები როგორ გამოირჩევიან, გადაასწრეს ალბათ ძველ სახეებს ერთგულების სიმღერაში ივანიშვილთან მიმართებით. მთავრობის წევრიც თუ ვინმე ახალი იქნება, არ იქნება ხალხზე მზრუნველი, ივანიშვილის კარის ერთერთი მსახური იქნება", - ამბობს "ტრიბუნას" თავმჯდომარე, დავით ჭიჭინაძე.

მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციას გიორგი გახარია უმრავლესობასთან რამდენიმე დღეში გამართავს. ამის შემდეგ, საკითხის განხილვა კომიტეტებსა და ფრაქციაში დაიწყება. დეკემბრის ბოლომდე, საკონონმდებლო ორგანო გიორგი გახარიას ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი