სკოლის დირექტორებს ათავისუფლებენ - პოლიტიკური გემოვნება და ნეპოტიზმი განათლებაში

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი თვის შემდეგ "ქართული ოცნება" სკოლის დირექტორებს სამსახურიდან ათავისუფლებს.

განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გამოთავისუფლებულ ადგილებზე გავლენიანი პირები მათთვის სასურველ კანდიდატებს დანიშნავენ.

"ახსნა არის ერთი, ეს არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ან მეორე - იმ სკოლების გამოთავისუფლება, სადაც ვიღაც უნდა დაინიშნოს ნეპოტისტური ნიშნით," - ამბობს "ენმ"-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი 

"სრულად ცენტრალიზებული სისტემა გვექნება, რომელიც ერთი მხრივ ნეპოტისტური, მეორე მხრივ პოლიტიკური სუბიექტური მიზნებით გაჯერებული, ყოველ ჯერზე შეასრულებს სახელმწიფოს იმ დაკვეთას, რაც მას მოესურვება", - თქვა "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, მარიამ რამინაშვილმა. 

პრობლემურად ორ საკითხს გამოვყოფ, ერთი საკითხი არის, აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები და მეორე არის შერჩევითობა, შერჩევითობის საფუძველი რა შეიძლება იყოს? ჩემი აზრით, არაფერი კარგი. არასწორი და არაჯანსაღი გავლენები, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალურ დონეზე", - ამბობს განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი 

აქვე გეტყვით, რომ "რეპრესიების ახალი ტალღა" ხიდისთავიდან დაიწყო, სადაც სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს, თუმცა, ყოფილი დირექტორი გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს არ უკავშირებს. ადილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ეს გადაწყვეტილება რწმუნებული, ხოჯევანიშვილის გავლენის შედეგია, რადგან შესაძლოა უახლოეს მომავალში მისი ნათესავი დაინიშნოს სკოლის დირექტორად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი