"ჩვენ მოვიგეთ" - ეს ლაშა ნაცვლიშვილის და ირაკლი კობახიძის კონფიდენციალური მიმოწერაა, სადაც ქართული ოცმების მთავარი იდეოლოგი და ბიძინა ივანიშვილის პირადი მრჩეველი ირაკლი კობახიძეს "სამართლიანი არჩევნების" პარალელური ხმის დათვლის შედეგებზე ესაუბრება.
მიმოწერა "მთავარი არხის" კამერამ ერთპარტიული პარლამენტის პირველივე სხდომაზე გადაიღო.
მიმოწერით ირკვევა რომ ვიდრე სამართლიანი არჩევნები აუდიტის საბოლოო შედეგს გამოაქვეყნებდა, ქართულ ოცნებაში უკვე იცოდნენ, რა შეცდომა დაუშვა ერთერთმა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.
კობახიძემ დღეს დაადასტურა რომ, პარტიის იდეოლოგთან აქტიური მიმოწერა აქვს და ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავს.
კობახიძის მტკიცებით, ლაშა ნაცვლიშვილთან "დარტყმაზე" საუბარი "საერთაშორისო გამჭვირვალობისგან" ინფორმაციის გამოთხოვის გზებს ეხებოდა.
ხელისუფლების მთავარი იდეოლოგი ქართული ოცნების მეთაურებს ასწავლის რა, სად და როდის თქვან. არჩევს ლიდერებს, რომლებიც მედიისთვის კომენტარებს აკეთებენ. "ოცნების" მთავარ პროპაგანდისტთან შეთანხმების გარეშე არავის აქვს უფლება უპასუხოს კრიტიკული მედიის კითხვებს.
ყველა ვინც ქართული ოცნების რიგებშია, ახალი თუ ძველი სახეები ღიად აცხადებენ რომ მათ ოცნების იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი კონკრეტულ შეტყობინებას ხშირად უგზავნის, რა სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ აჯობებს მათი პარტიისთვის და მათი ლიდერისთვის.
ყველა სამთავრობო ჯგუფში სადაც მინისტრები თუ დეპუტატები არიან, გადამწყვეტი სიტყვა ლაშა ნაცვლიშვილს ეკუთვნის.
თავად ლაშა ნაცვლიშვილს კი ხშირად იხილავთ სამთავრობო არხებზე, სადაც მისი სიტყვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქებას ეძღვნება
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოლიგარქისთვის მთავარი დეპუტატების იდეოლოგიის ჩამოყალიბებაა, იმისთვის რომ პარტიაში განსხვავებული აზრი არავინ ჰქონდეს, ამბოხი ვერავინ გაბედოს და 90ივე დეპუტატი ერთი კაცის მიერ გაგზავნილ მესიჯბოქსს იმეორებდეს.
ის რომ ქართული ოცნების ლიდერებს ერთი ადამიანი ასწავლის რა და როგორ თქვან, ეს მათ განცხადებებში კარგად იკითხება. ერთპარტიული პარლამენტის წევრები ოპოზიციას ყველა გამოსვლაში რადიკალურ და დესტრუქციულ ძალას უწოდებენ, ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალ მედიასაშუალებებს კი ზონდერებსა და ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურებად მოიხსენიებენ.
სიძულვილის ენას, რომელსაც ქართული ოცნების ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით იმეორებენ, ავტორად ერთ იდეოლოგი ჰყავს.