სკოლების დირექტორებს, რომლებმაც "ოცნებისთვის" ხმების სასურველი რაოდენობის მობილიზება ვერ შეძლეს, ათავისუფლებენ

გამოქვეყნდა:

ხიდისთავის საჯარო სკოლის გათავისუფლებულ დირექტორს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რატომ დატოვეს სკოლის მიღმა არჩევნებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ. მიმოზა ღოლიჯაშვილი არ მალავს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერია - სწორედ ამიტომ ითხოვს განმარტებას, რატომ გაუშვეს ის თანამდებობიდან, მაშინ, როდესაც არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პარტიის კოორდინატორობასაც ითავსებდა.

გათავისუფლებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ელის კიდევ ერთი - კარალეთის პირველი საჯარო სკოლის გათავისუფლებული დირექტორი არჩილ მიხანაშვილი.

ამ ორი სოფლის გარდა, გორის მუნიციპალიტეტის კიდევ 4 სკოლის დირექტორი წინასწარი გაფრთხილების გარეშე სახლში გაუშვეს და მოვალეობის შემსრულებლად მათი მოადგილეები გადაიყვანეს.

სკოლის დირექტორების ერთმანეთის მიყოლებით გათავისუფლებას განათლების სფეროს ექსპერტები რეპრესიების ახალ ტალღას უკავშირებენ და ნეპოტიზმის კვალსაც ხედავენ. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, გათავისუფლებული დირექტორების ადგილზე მალე სავარაუდოდ, სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის ოჯახის წევრები და მათ ახლობლები დაინიშნებიან.

გორის მუნიციპალიტეტში დაწყებულ რეპრესიებს წინ უძღოდა სკოლის დირექტორების გათავისუფლება სამეგრელოში. ხობში ესტატე შუშანიას სახელობის სკოლის დირექტორს, კობა კვიკვინიას უფლებამოსილება შეუჩერეს, რადგან მან "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებაზე უარი უთხრა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი