ბესიკ თამლიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

20-21 ივნისის ღამეს დაკავებული, გავრილოვის პატიმარი, ბესიკ თამლიანი თავისუფალია.  ინფორმაციას მოძრაობა "სირცხვილია" ავრცელებს.

ბესიკ თამლიანი გლდანის საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამლიანს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

შეგახსენებთ, რომ თამლიანს ბრალად ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი