ომბუდსმენმა მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევის წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პროცედურა, რომლითაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატები შეირჩნენ არაკონსტიტუციურია და ერთ ერთი ასეთი ფაქტორი ფარული კენჭისრაა, რომელიც მისივე შეფასებით ხარვეზებს შეიცავს.

"პრობლემატური იყო და ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, ორი საკითხი. პირველ რიგში ის, რომ კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღება ხდება და მეორე ის, რომ მათი გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობს." განაცხადა ნინო ლომჯარიამ 

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არსებულ ნორმას შეაჩერებს, ეს უკვე შერჩეულ კანდიდატებზე გავლენას ვერ იქონიებს და ამჟამად პარლამენტში მიმდინარე პროცესი გაგრძელდება, თუმცა ის უკვე მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე იმოქმედებს, ასევე გავლენა ექნება იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს წარდგენილ კანდიდატებს.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის გასაკვირია რა ხარვეზი დაინახა სახალხო დამცველმა არსებულ კანონში. "ქართული ოცნების" წევრების შეფასებით, მოსამართლეობის შერჩევის პროცედურას ხარვეზი არ აქვს და მთლიანი პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართა. 

"ცოტა უცნაური განაცხადია იმიტომ, რომ კანდიდატების შერჩევის პრინციპი და ის კანონი, რომელიც განსაზღვრავს ამ პრინციპს საკმაოდ მაღლ დონეზეა შეფასებული და არა მგონია, რომ რაიმე შეკითხვა ჰქონდეს რომელიმე საერთაშორისი ინსტიტუტს. თუცა თუკი ეს გადაწყვიტა, რასაკვირველია საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს." განაცხადა თემის კომენტირებისას გია ვოლსკიმ

"ეს არის მისი გადაწყვეტილება,. ჩემთვის ცოტა არ იყოს და გასაკვირია, რადგანაც ამ ხნის განმვალობაში, მოსმენის დროს, დასმულ კითხვებში, პოზიციაში და ა.შ ასეთი განწყობა არ გამოიხატებოდა, თუმცა კრიტიკულ შენიშვნებში მას თავიდანვე ჰქონდა ეს საკითხი. ეს არის ის პრეროგატივა, რომელიც გააჩნია სახალხო დამცველს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არაკონსტიტუციურობასთან არ გვაქვს საქმე" აცხადებს დავით მათიკაშვილი.

განსხვავებული პოზიციები აქვთ ოპოზიცაში, სადაც ისევ სასამართლოს კლანზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შერჩეული კანდიდატები მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანისთვის მისაღები მოსამართლეები არიან და მათი მხარდაჭერა ამ კლანს კიდევ გააძლიერებს. 

" მე მიმაჩნია, რომ სწორი იქნება პროცესი შეჩერდეს. ჩვენ არ ვაპირებთ რომ მხარი დავიჭიროთ რომელიმე კანდიდატს და ის რომ სასამართლო რეფორმა დღეს დიდი გამოწვევის წინაშეა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაა და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის და მმართველი პოლიტიკური გუნდის გარდა, არავინ არ აპირებს რომ ნდობა გამოუცხადოს ამ პროცესში შერჩეულ მოსამართლეებს" აცხადებს "ენმ"-ს დეპუტატი სალომე სამადაშვილი 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი 10 მიზეზს ასახელებს, რატომ არ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატები. ჯანეზაშვილი პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავს, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ საკანონმდებლო ორგანო მის შენიშვნებს გაითვალისწინებს. 

"ამ ოცი კაციდან, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოხვდებოდა ამ სიაში რომ არა კლანის და მიხეილ ჩინჩალაძის მხარდაჭერა. ეს არის კონტექსტი. ამ კონტექსტთან ერთად რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის პროცედურული დარღვევები რაზეც მე ვსაუბრობ და პარლამენტის მხრიდან თუნდაც ის მოსაზრება, რომ გამოვარჩიოთ რომელიმე კვალიფიციური ერთი კადრი და ის მაინც ავირჩიოთ, ეს არის მიამიტური დამოკიდებულება და ეს არის ჩინჩალაძის გამარჯვება. ამ სიაში თავიდანვე იკითხებოდა, რონ ვიღაცეები ჩავარდებოდნენ, მაგრამ ვიღაცეები აირჩეოდნენ.ეს არის ჩინჩალაძის კლანის მიერ მოფიქრებული სცენარი და ამ სცენარს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს" განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი