დღევანდელი, 15 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 164 786 გახდა.
აქვე - ბოლო 24 საათში დამატებით 3 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა; 44 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 73 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 51 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.