ხმაურია თელავის მერიასთან - აქტივისტები მერთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ხმაურია ამ წუთებში თელავის მერიის შესასვლელში.

სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თელავის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა, ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.

როგორც აქტივისტები ამბობენ, 3 დღის წინ თელავის თეატრთან გაშლილ კარავში მყოფ პირებს სწორედ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები ემუქრებოდნენ და მათზე ფიზიკური თავდასხმა სცადეს. აქციის მონაწილეები თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით დაიძრნენ. ისინი პოლიციასთან ძალადობის გააპროტესტებას გეგმავენ.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი