ელჩების დახურული შეხვედრა ზურაბიშვილთან და ღარიბაშვილთან 

გამოქვეყნდა:

დახურული შეხვედრა სასტუმრო რედისონში. მოლაპარაკებას აშშ-ს და ევროკავშირის ელჩები ესწრებოდნენ.

მათთან შესახვედრად დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდნენ.

კელი დეგნანმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ნებაზეა დამოკიდებული. ამერიკელმა დიპლომატმა გრიგოლ ვაშაძის მიერ, "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებაც შეაფასა.

"თუ პოლიტიკური ნება იქნება საქართველოში ყველა პარტიის მხრიდან, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქვეყანას დახმარება გაუწიოს. საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფო. პარტიებს შორის დიდი განსხვავებებია, მაგრამ ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ შეთანხმება იქნას მიღწეული. ვიცი, რომ ჩემს შესახებ გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა. ყველას აქვს მოსაზრების უფლება, მაგრამ არსებობს ფაქტებიც. ფაქტი კი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას, მიმაჩნია, რომ ის ძალიან მაღალი დონის დიპლომატი და პოლიტიკოსია და საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პოლიტიკოსები ჰყავს" - ამბობს კელი დეგნანი

"რაიმე კონკრეტულ მოდელზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მიმაჩნია, რომ ყველა მხარე უნდა დაჯდეს და მოიფიქროს, რისი გაკეთება შეიძლება, რომ შეთანხმება შედგეს. ამაზე მეტს ახლა ვერაფერს ვიტყვი." - ამბობს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით ისევ უცნობია როდის შედგება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი