ენმ-ის მახასიათებელია, რომ სირთულეებში შესაძლებლობებს ვხედავთ - აკაკი მინაშვილი

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ ენმ-ის მთავარი მახასიათებელია, სირთულეებში შესაძლებლობები დაინახოს, ამიტომ პარტიის თავმჯდომარის მოულოდნელი განცხადება, სწორედ ამ კუთხით იქნება დანახული. 

ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესში მეტი გამჭვირვალობაა საჭირო და ჩვენი მხარდამჭერების მეტი ჩართულობა. როცა ბატონი გრიგოლი ავირჩიეთ, ის წარმატებული საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და, ბუნებრივია, ჰქონდა ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. 

ამ შემთხვევაში საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებული დისკუსია გაიხსნა და მე მინდა გითხრათ, რომ პირადად 2016 წელსაც მომხრე ვიყავი პარლამენტის ბოიკოტის, მაგრამ უმცირესობაში აღმოვჩნდი და უმცირესობამ ვერ შესძლო უმრავლესობის დარწმუნება, რომ ბოიკოტი იყო აუცილებელი. თუმცა, რასაკვირველია, ამის გამო პარტიიდან წასვლაზე არ გვიფიქრია, რადგან პარტიაში ასე ხდება - გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობის მიერ, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა "დღის სტუმარში".

შეგახსენებთ, ენმ-ის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ ტოვებს ყველა დაკავებულ თანამდებობას და გადის პარტიიდან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი