კორონავირუსის პირობებში ადამიანების გამოსახლება არაადამიანური მოპყრობაა - მთავრობა მარტში და ახლა

გამოქვეყნდა:

თვითნებურად დაკავებული ტერიტორიების ლეგალიზაცია და უკანონო მშენებლობების დაკანონება - სწორედ ამას პირდებოდა ქართული ოცნების კანდიდატი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ. 

არჩევნებიდან 45 დღის შემდეგ კი ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მოაწყო. ცივი ზამთრის სუსხიან დღეს ადამიანები ქუჩაში გამოყარეს და ერთადერთი თავშესაფარი ტრაქტორებით დაუნგრიეს. მერიის არაჰუმანური გადაწყვეტილების შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა.

ღია ცის ქვეშ დარჩენილი ადამიანების უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. მათ ახლა წასასვლელი არსად აქვთ. 

კალაძემ ღია ცის ქვეშ დარჩენილი ადამიანები უსახლკაროთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაამისამართა, სადაც ბავშვიანი ოჯახებისა და მოხუცების მოვლის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. 

კორონავირუსის პირობებში რომ ადამიანების გამოსახლება და ღია ცის ქვეშ დატოვება არაადამიანურ მოპყრობას წარმოადგენს, თავად მთავრობასაც კი აღიარებული აქვს 23 მარტის 181-ე დადგენილებით. დადგენილება გახარიას კაბინეტმა კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო. 

მუხლი 12. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შეზღუდვა

  • 1. შეჩერდეს/გადაიდოს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები.
  • 2. შეჩერდეს/გადაიდოს შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი