მარნეულის მოსახლეობა პოლიციას და ადგილზე მობილიზებულ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. ექსკლუზიური კადრები "მთავარმა არხმა" მარნეულის ჯეო ჰოსპიტალთან გადაიღო.
საგანგებო მდგომარეობით უკმაყოფილო ახალგაზრდები, რომლებიც სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, კლინიკასთან მობილიზებულ სამართალდამცველებს და მაშველებს ჯერ სიტყვიერად შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ მარნეულში დაბნეულობაა. ჯეოჰოსპიტალის საავადმყოფოში, სადაც კარანტინია, კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ დღეს ორი პაციენტი კორონავირუსის სიმპტომებით მიიყვანა, თუმცა საავადმყოფო პაციენტებს არ იღებდა.
160 000 ადამიანი ბოლნისსა და მარნეულში, კარანტინშია. მთვარის არხის ჟურნალისტმა მარნეულში ექსკლუზიური კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, რომ ექიმები კარდაკარ დადიან და ადგილობრივებს სიცხეს უზომავენ. ეძებენ
ეძებენ იმ 1700 ადამიანს, ვისაც კოვიდ 19-ით ინფიცირებულ 54 -ე პაციენტთან პირდაპირი ან ირიბი კავშირი ჰქონდა.
მარნეულში სავარაუდოდ ინფიცირებულების დიდი ნაკადს ელოდებიან. ქალაქში ორი საავადმყოფოა, თუმცა დახურულ ზონაში სავალე ჰოსპიტალი სამხედრო კარვებში მოაწყეს.
ქვემო ქართლში ჯარი დგას, თავდაცვის ძალები ყველა მანქანას აკონტროლებენ, საკარანტინო ზონიდან დანარჩენ საქართველოში გამოსვლა აკრძალულია.
მოსახლეობა მარნეულში შესვლას დღეს შემოვლითი გზით ცდილობდა, თუმცა რეგიონი ალყაშია. იქაც სპეციალური საგუშაგოა მოწყობილი და ტერიტორიაზე არავის უშვებენ.
მარნეულის აფთიაქებში პირბადეების და სადეზინფექციო სითხეების დეფიციტია. დღეს სააკაშვილის შტაბის ინიციატივით ადგილზე მოქალაქეებს 18000 ათასი პირბადეები დაურიგეს.
დღის მეორე ნახევარში კი მარნეულში სასულიერო პირები გამოჩნდნენ და ქალაქის ზედამხედველობის მანქანიდან მარნეულის ქუჩები აკურთხეს.