მკვლელობა ქობულეთში - ადგილობრივები სავარაუდო მკვლელის ვინაობას ასახელებენ

გამოქვეყნდა:

ქობულეთში მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. მოკლულია ვალერი ვერულიძე, რომლის მისამართით 7-ჯერ გაისროლეს. ადგილობრივები სავარაუდო დამნაშავეს ასახელებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა მკვლელობა ედუარდ მსხალაძემ ჩაიდინა, რომელიც იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობს, წარსულში ნასამართლევია და დაახლოებულია ე.წ. შავ სამყაროსთან, თუმცა რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მოტივი, ამაზე ვერავინ საუბრობს.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ მკვლელობის დროს ვალერი ვერულიძე კარტს თამაშობდა.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი