აფრიკის დასახლებაში დემონტაჟის დროს დაშავებული 6 თვის ორსული კლინიკაში რჩება

გამოქვეყნდა:

მერიის დავალებით, აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟის დროს დაშავებული 6 თვის ორსული ქალი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ნინო მელიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის მედიკოსები დამატებითი გამოკვლევებისთვის და ანალიზებისთვის კლინიკაში მაინც დატოვეს.

"დამაკმაყოფილებელია, ანალიზების პასუხს ველოდებითო და ამის გამო მოხდა დაყოვნება. დაკავებული ვყავდი, არ მიშვებდნენ, არ მიმაკარეს ტერიტორიას, შემდეგ ეს ყველაფერი რომ მოხდა, სასწრაფომ წამოიყვანა", - ამბობს ქმარი.

ნინო მელიაშვილი აფრიკის დასახლებაში ქმართან ერთად 2 წელია ცხოვრობს. ბულდოზერებით ნგრევასა და დემონტაჟში გუშინ ორსული ქალის სახლი არ მოყვა, მაგრამ ქმარი ვარაუდობს, რომ მათ საცხოვრებელ სახლს რამდენიმე დღეში დაანგრევენ.

მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობებს ანგრევს. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა. 

სახლების ნგრევისას დაკავებული 12 მოქალაქიდან ამ დროისთვის 11 თავისუფალია, ერთი კი პატიმრობაში რჩება.  სასამართლო პროცესები დღეს, 16 დეკემბერს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი