ჩვენ გვინდა ერთიანობით სავსე ახალი წელი, სოლიდარობით სავსე თბილისი - კახი კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ერთად უნდა ეცადოს ყველა, რომ საახალწლო განწყობა შექმნას და მას კორონავირუსი ვერ მოერიოს. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"საახალწლო დღეები მინდა, იყოს სიყვარულით, თანადგომით და სითბოთი აღსავსე. ჩვენ გვინდა ერთიანობით სავსე ახალი წელი, სოლიდარობით სავსე თბილისი. სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, ერთმანეთის მხარდაჭერა - ამაზე მაგარი არაფერი არ არის. მე ნამდვილად მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, რომ ამ რთულ ვითარებაში, თუნდაც პანდემიის პირველი ტალღის დროს, მთელი თბილისი გაერთიანდა, იმისთვის რომ გვერდში დავდგომოდით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა პანდემიის პირობებში. ეს პროცესი ახლაც გრძელდება და ნამდვილად საამაყოა", - თქვა კახი კალაძემ.

კალაძის თქმით, "ჰაერივით გვჭირდება ერთობა" და კეთილი საქმეები, რომ ბავშვები არ დაითრგუნონ და მოხუცებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი. მისი განცხადებით, სოლიდარობა გადაგვალახინებს შიშსაც და პანდემიასაც და საახალწლო დღეების სლოგანიც ეს იქნება.

კალაძემ აღნიშნა, რომ საახალწლო ნაძვის ხე 17 დეკემბერს აინთება და ბავშვებს სურვილის ჩაფიქრება ტელეეკრანებიდან შეეძლებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი