საფუძველი არ გვაქვს, რომ დავმშვიდდეთ ან ვიფიქროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ამბობს, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. 

"ინციდენტობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია ქვეყანაში, ამიტომ საფუძველი არ გვაქვს, რომ დავმშვიდდეთ, ან სეროზულად ვიფიქროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე. მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოება - გვინდა, რომ იყოს 20 000-ის ფარგლებში ან მეტიც. ამავე დროს მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ჩაიტარონ მსუბუქი შემთხვევების დროსაც ტესტირება, აუცილებელია დიფერენციაცია - სიმპტომები გრიპმა გამოიწვია, თუ კოვიდმა", - თქვა გამყრელიძემ.

ამავე საკითხზე ეკონიმიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც, ილაპარაკა და თქვა, რომ მსოფლიოში გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც, თუმცა, ჩვენ არ განვიხილავთ ასეთ მოდელს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი