ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას, აზრით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება გამართლებულია, თუმცა ასეთ მოდელს არ განიხილავენ.
"ბევრი ქვეყანა საახალწლო პერიოდში საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს და მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ეს ახალი წელი არ არის ჩვეულებრივი. ეს ახალი წელი დადგება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაცვლილია ვირუსით. აქედან გამომდინარე, გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც, თუმცა, ჩვენ ასეთ მოდელს შეზღუდვის არ განვიხილავთ.
ჩვენ საყოველთაო მობილობის შეზღუდვა გაზაფხულზეც არ დაგვიწესებია. კვლავაც ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე და იმედი გვაქვს, რომ ამ ტაქტიკით გავალთ ფონს. მნიშნელოვანია რა გადაწყვეტილებებს იღებენ სავაჭრო ცენტრები, თუკი 24-ში გაიხსნება და როგორ იქნება მართული ადამიანების ნაკადი მოლების შიგნით და გარეთ", - ამბობს თურნავა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბირდან ქვეყანაში 2-თვიანი "ლოქდაუნი" ამოქმედდა.