როდის, რა პირობებით და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართოს - ოპოზიციას მოლოდინი არის, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. ოპოზიცია ფასილიტატორი ელჩების წინადადებას ელოდება, თუმცა შეხვედრის მიმართ დიდი მოლოდინი არ აქვთ.
"ხელისულფებას მოუწევს დათმობა არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ საზოგადოებასთან. ხელისუფლებამ ანაგრიში უნდა გაუწოს საზოგადოებას, ამ არჩევნებში ელექტორატის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს და კვალიციურ მმართველობას, ამ ფაბულიდან უნდა გამოვიდეს ხელისუფლება და გადადგას ნაბიჯები კრიზისის გადასაჭერად", - ამბობს ენმ-ს წევრი, ლევან ბეჟაშვილი.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, ხათუნა სამნიძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დათქვას თარიღი, რადგან ელჩებისა და ოპოზიციის მზაობა ისედაც არსებობს. მისი თქმით, ხელისუფლებას ძალიან მცირე დრო აქვს, რომ ნაბიჯები გადადგას.
"მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და ყველა მოლაპარაკება უნდა იწყებოდეს ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ საუბრით. ეს არის ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს, დანარჩენი ინიციატივა ამ მიმართულებით უნდა გამოიჩინოს ქართულმა ოცნებამ", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.
ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და გაიმართება თუ არა მოლაპარაკბეების მე-5 რაუნდი არ ცვლის იმ ოპოზიციონერების პოზიციებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს და სიები ჩახსნენს. ამ ერთობას მხოლოდ "მოქალაქეები" არ უერთდებიან.