დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, მნიშვნელოვანია, შეზღუდვების შემსუბუქების შემთხვევაში რეგულაციების დაცვა, რათა ეპიდვითარება არ გამწვავდეს.
"თუ 24 დეკემბრის შემდეგ შეზღუდვები შემსუბუქდება და მოხდება იგივე, რაც შავ პარასკევს იყო, შეიძლება ამან ახალ წელს მოგვცეს შემდგომი პიკები და დამძიმდეს მდგომარეობა საავადმყოფოში. ამიტომ თხოვნაა უმორჩილესი, რომ წლევანდელი შობა-ახალი წელი გავიაროთ ბევრად მოკრძალებულად. დამერწმუნეთ, რომ ეს იქნება მნიშნელოვანი ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისთვის", - ამბობს გამყრელიძე.
მისივე აზრით, საფუძველი არ გვაქვს, რომ დავმშვიდდეთ ან ვიფიქროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე.