ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინის შესანახი 40 ცალი მაცივარი გვაქვს; მაცივრების ნაწილი კი შესყიდვის პროცესშია.
"რაც შეეხება ცივ ჯაჭვს Pfizer-თან დაკავშირებით, რომელსაც მინუს 70-80 გრადუსი სჭირდება, ასეთი, დაახლოებით, 40 მაცივარი გვაქვს ქვეყანაში, რომლებიც დაკავებულია ბევრი სხვადასხვა ტესტ სისტემებით. უკვე შეფასება გაკეთდა, რამდენის გამოთავისუფლება შეგვიძლია, ასევე, შესყიდვის პროცესშია რამდენიმე ასეთი მაცივარი. ამ სისტემის გამართვა შეგვიძლია დიდ ქალაქში, თუ Pfizer-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის ვაქცინით იმუნიზაცია დაიწყო დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა - საბოლოო შედეგების მიხედვით - 95%-ით ეფექტურია.