Pfizer/BioNTech: საბოლოო შედეგით, COVID-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტურია

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია, Pfizer და გერმანული BioNTech ამბობენ, რომ მათ მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინა, საბოლოო შედეგების მიხედვით, 95%-ით ეფექტურია.

კომპანიბის თქმით, მათ ვაქცინას მძიმე გვერდითი ეფექტები არ აქვს და იმედი აქვთ, მსოფლიო მალე დაამთავრებს პანდემიასთან ბრძოლას. 

"ვაქცინის საბოლოო შედეგი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ისტორიული, 8-თვიანი ეპიდპერიოდის განმავლობაში", - ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

შეგახსენებთ, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინამ თავდაპირველად 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. პოტენციურ ვაქცინათა შორის ლიდერობს ასევე Moderna, რომელით თითქმის 95%-ით ეფექტურია, თუმცა მისი კლინიკური გამოცდა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა. 

პროფესორი, ბიოტექნიკური კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი და პოტენციური ვაქცინის გამომგონებელი, უღურ შაჰინი, კი ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლის ზაფხულისთვის უკვე საგრძნობად ამოქმედდება და მომავალი წლის ბოლოს "ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება"

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი