გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვილი, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს, 16 დეკემბერს თბილისის პროკურატურაშია დაბარებული. რა ინფორმაციის მიწოდებას აპირებს 23 წლის პროგრამისტის ოჯახისთვის საგამოძიებო უწყება, ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. ოჯახი და ადვოკატი პროკურატურას საქმის არასათანადაოდ გამოძიებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ შოთაძის უწყება საქმის დასრულებას ჩქარობს და მუხლის გადაკვალიფიცირებას თვითმკვლელობიდან - მკვლელობამდე არ აპირებს.
"ჩვენ არანაირად არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ყველაფერი განპირობებული იყოს უკვე დასასრულისკენ გამოძიების მხრიდან. ექსპერტების დასკვნებით შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რასაც გავეცანით, რომ არის უკვე დავალებით შესრულებული დასკვნები ექსპერტების მხრიდან. არჩევნების დასრულდა, საშიშროების წინაშე აღარ დგანან, ის სპექტაკლები რაც მანამდე იდგმებოდა მხარდაჭერაზე და საგამოძიებო მოქმედებებზე, ეს იყო ფარსი", - ამბობს ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს რაიონში მაწევნის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.