300-ლარიან სოციალურ დახმარებაზე 54 ათასი განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ერთჯერადად 300-ლარიანი დახმარების მისაღებად განცხადება 54 ათას მოქალაქეს უკვე დაუკმაყოფილდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"დღეის მდგომარეობით უკვე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომელიდანაც 54 ათასი განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია და რა თქმა უნდა ჩვენ ახალ წლამდე ყველა განაცხადს დავაკმაყოფილებთ", - თქვა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ კომპენსაციები გაიცემა "იმ პირებზე, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება". განაცხადების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

მოქალაქეებს განაცხადის ატვირთვა რეგისტრაციის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ. 

შეგახსენებთ, რომ  მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი