დავემორჩილები პრემიერის არა სურვილებს, არამედ გადაწყვეტილებას - ტიკარაძე მინისტრობაზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტის კითხვას, სურს თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაშიც იყოს პასუხობს, რომ პრემიერის გადაწყვეტიელბას დაემორჩილება. ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას მთავრობაში მისი ხილვა აღარ სურს.

"ბატონი პრემიერის სურვილის შესახებ მე არ მაქვს ინფორმაცია და მე დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას. არა სურვილებს, არამედ მის გადაწყვეტიელბას", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობამ ახალი პარალმენტის წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა. "ქართულმა ოცნებამ" პრემიერად ისევ გიორგი გახარია წარადგინა, თუმცა როგორ დაკომპლექტება სამთავრობო კაბინეტი ჯერ უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი