დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის ხეები გადატანის პროცესს, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს.
პარტიის ერთ ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, იმ მძიმე ვითარების ფონზე, რომელიც ახლა ქვეყანაშია და მოსალოდნელი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ივანიშვილისთვის საგანგებო მდგომარეობა არ მოქმედებს და მილიონები ოლიგარქის კაპრიზების დასაკმაყოფილებლად იხარჯება.
დღეს როდესაც ათი ათასობით მოქალაქე დარჩა უმუშევარი და ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, პური როგორ შეიტანონ სახლში, ამ ფონზე მილიონების ხარჯვა საკუთარ კაპრიზებზე არის დანაშაული" განაცხადა უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა მოცემულ სიტუაციაში მხარს უჭერს ხელისუფლების ყველა მკაცრ მოქმედებას ვირუსთან საბრძოლველად, თუმცა როგორც უდუმაშვილი ამბობს, ეს ზომები არ უნდა მოქმედებდეს შერჩევით და უნდა დაემორჩილოს ყველა, მათ შორის ივანიშვილიც.
შეგახსენებთ, რომ ამჯერად ივანიშვილის დენდროპარკში წასაღებად უკვე მომზადებულია 4 გიგანტური ჭადარი სამეგრელოში სოფელ ქარიატაში.