სასამართლო აფრიკის დასახლებაში დაკავებული ვანო ფოცხვერაშვილის აღმკვეთზე მსჯელობს

გამოქვეყნდა:

თბილისი საქალაქო სასამართლოში აფრიკის დასახლებაში დაკავებული ვანო ფოცხვერაშვილის სასამართლო პროცესი უკვე დაწყებულია. 22 წლის ვანო ფოცხვერაშვილი 12 დაკვებულიდან, ერთდაერთია, ვინც სამართლამდცველებამ პატიმრობაში დატოვეს - ოპოზიციის წევრები, ლევან ხაბეიშვილი და ლაშა ჩხარტიშვილი, სასამართლოს დღეს პირადი თვადებობის შუამდგომლობით მიმართავენ. 

მოსამართლემ აღმკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმჯელოს. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატუა პატიმრობას ითხოვს. ადვკატის ინფორმაციით კი, საქმის მასალებში ჯერ მხოლოდ იმ პოლიციელების ჩვენებები დევს, რომლებმაც ფოცხვერაშვილი დააკავეს. 

"მერი იყო თავი კაცი ვინც ეს დაპირისპირება მოაწყო მათ შორის დაუპირისპირდნენ ქალბატონებს, ორსული ქალბატონი ფეხქვეშ გათელეს და დღეს კონკრეტული ახალგაზრდა ადამიანი ჰყავთ ტყვეობაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიჭი გათავისუფლდეს, თუ მათი უფლებადამცველები ჩათვლიან საჭიროდ, მზად ვარ მას თავდებში ჩავუდგე", - თქვა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

იგივე პოზიციას იზიარებს "ლეიბორისტების" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. 

 აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები დიდილიდან იყვნენ შეკრებილები, ისინი არსებული ფართების დაკანონებას ითხოვენ და ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპრიებენ.

ფოცხვერაშვილს ბარლი 351-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე ძალადობას და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ბრალს არც ოჯახის წევრები და არც მისი მეგობრები არ ეთანხმებიან.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს,  მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალირომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი